• მთავარი ბოძები
  • რიკულები
  • დეკორატიული ელემენტები
  • გისოსის წნელები
  • გრაგნილი ელემენტები
  • ფურცლოვნები
  • პროფილები
  • ფოთლები და მტევნები
  • შუბები და ბუნიკები
  • ჭიშკრის აქსესუარები
  • ნაკეთობები

ოდითგანვე, ჭედური ხელოვნება ასოცირდებოდა მაგიასთან და სხვაგვარად როგორ შეიძლება ყოფილიყო, თუ-კი მჭედლის სახელოსნოში გაურკვეველი რამ ხდებოდა: მოუთვინიერებელი ცეცხლოვანი სტიქია დამყოლი ხდებოდა, ყველაზე მკვრივი მეტალი დნებოდა და გადადიოდა თხევად მდგომარეობაში, უფორმო რკინის ნაკუწები გარდაიქმნებოდნენ წარმოუდგენელი სილამაზის საგნებად. ჭედური ხელოვნება ყოველთვის აღაფრთოვანებდა, აოცებდა, დიდ ინტერესს იწვევდა და ბევრ კითხვას ბადებდა. ზოგიერთ ამ კითხვებზე ნახეს მარტივი პასუხი, სხვები კი დღემდე უპასუხოდ დარჩა. სად და როდის იყო გამოჭედილი პირველი მეტალის ნაკეთობა? რა ხერხით შესძლო ქვისა და ბრინჯაოს იარაღით აღჭურვილმა ადამიანმა შავი მეტალის მოთვინიერება? ... საიდუმლოთა საიდუმლოა ჭედური ხელოვნებისა: რა ხერხით ცივი მოუდრეკელი მასალისაგან გამოდის მომხიბვლელი ნივთები, რომლებიც თავისი არსებობით ჩვენს გარემოში ქმნიან სითბოს, სიმყუდროვისა და კომფორტის ატმოსფეროს. მჭედლის შრომა ყოველთვის უხვად ნაზღაურდებოდა, და თვით ის სარგებლობდა დიდი პატივითა და დაფასებით. მჭედელს მიმართავდნენ მეომრები და სასულიერო პირები, მესაქონლეები და მიწათმოქმედნი, მოხუცი და ახალგაზრდა, მდიდარი და ღარიბი, კაცი და ქალი. ყოველი ადამიანისათვის მჭედელს ჰქონდა ”საჩუქარი”, იყო ეს ხმალი თუ ლურსმანი, ნალი თუ ჯვარი, სამაჯური თუ საკეტი, სასანთლე თუ სარკის ჩარჩო. და ასე იყო მე-20 საუკუნის დასაწყისამდე. ბოლო გამოცოცხლება მხატვრული ხელოსნობის, მასთან ერთად ჭედურობის, იყო ”მოდერნის” ეპოქაში და მას შემდეგ... გაცივდნენ სამჭედლო ღუმლები, წავიდნენ ძველი ოსტატები და მათთან ერთად ბევრი საიდუმლო. მაგრამ ჭედური ხელოსნობა არ გადაგვარდა სრულად, ერთეულ ფანატიკოსთა, პოეტური სულის ხელოვანთა მეშვეობით ის გადაიზარდა მხატვრულ ხელოვნებაში. მას როგორც შესასწავლ საგანს ეთმობა პროფესორ მასწავლებლების დრო სამხატვრო აკადემიებსა და სხვა სასწავლებლებში, იზრდება სპეციალისტების ახალი თაობა. თანადროვე თექნიკისა და ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელი გახდა რკინის დეკორატიული დამუშავება ქარხნული წესით, რის შედეგად მომხმარებელს მიეწოდება სერიული წარმოების დეტალები, ნაწარმი, რომლის ესტეტური და მხატვრული ფასეულობა საკმაოდ მაღალია, ღირებულება კი მისაწდომი. ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნებში წარმოებადი დეკორატიული რკინის ნაკეთობათა ფართო არჩევანი, მომხმარებელს აძლევს საშვალებას მიიღოს სასურველი პროდუქთი. რა თქმა უნდა, აუცილებელი და პირველი პირობაა კვალიფიციური და პროფესიონალური მომსახურება იმისათვის, რომ მივიღოთ ნაკეთობა, რომელიც იპყრობს ყურადღებას თავისი მხატვრული ორიგინალობით, ორნამენტალური დეკორის ამოუწურავი ფანტაზიით, პროფესიონალური დიზაინითა და შესრულების მაღალი დონის ტექნიკით. ჩვენი კომპანია მომხმარებელს სთავაზობს რკინის მაღალხარისხოვან მხატვრულ მრავალფეროვან ასორტიმენტს: ჭიშკარი, ალაყაფისა და შესასვლელი კარები, კიბისა და აივნის მოაჯირები, ფანჯრისა და კარის გისოსები, ღობე, დეკორატიული ტიხარი, შანდლები, საეკლესიო აქსესუარები, ავეჯი, მაყალი, სუვენირები. მომსახურების სრულ კომპლექს:დიზაინი, პროექტირება, ინსტალაცია. დამაკომპლექტებელი ელემენტების შეთავაზება ან კლიენტის მიერ წარმოდგენილი ესკიზის შეთანხმება, დამზადების ხარისხზე კონტროლი, ობიექტზე ნაკეთობის მიტანა, მონტაჟი, საბოლოო შეღებვა, პატინირება. ფირმის ნაკეთობებში ერთმანეთში ორგანულად შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიების მიღწევები და ინდივიდუალური მაღალკვალიფიციური ხელით ჭედვის ოსტატობა... .


Designed By MrTutashxia www.Denis.Ge